საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი.
შოიგუს თქმით, შემოწმების მიზანია “შეიარაღებული ძალების მომზადება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე საფრთხეების ზრდის ფონზე”.
როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, შემოწმების კიდევ ერთი მიზანი არმიის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების საბრძოლო მზადყოფნის სწრაფად გაძლიერების უნარის შეფასებაა.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსგავსი შემოწმებები ბოლო პერიოდში გახშირდა. ივნისში ჩატარდა შემოწმება საბრძოლო და მობილიზაციური მზადყოფნის შესაფასებლად. მარტში ანალოგიური ღონისძიებები საჰაერო-სადესანტო ძალებში ჩატარდა.