უცხოეთი
ტრამპის შტაბში განაცხადეს, რომ კლინტონი პრეზიდენტი ვერ გახდება მძიმე ავადმყოფობის გამო

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ერთ–ერთმა თვალსაჩინო თანამშრომელმა ივარაუდა, რომ დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი მძიმე სნეულია და არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო ვადის პირველი წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს.

 ტრამპის საარჩევნო კამპანიის დირექტორმა ჩრდილოეთ ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში ჯონ ჯაგერსმა ერთ–ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გამოსვლისას საზოგადოების ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ბოლო ხანებში კლინტონი უჩვეულოდ თბილი ტანსაცმლით იმოსება.

 „ბევრი თქვენგანი ჩაიცვამდა შალის პიჯაკს აგვისტოში? ქალი, რომელსაც აშშ–ის პირველი ქალი–პრეზიდენტად ქცევა სურს, ყველა ღონისძიებაზე შალის პიჯაკით ცხადდება. ეს ქალი ძალიან ავადაა და ამის დამალვას ცდილობენ. ამიტომ საუბარი იმაზე კი არაა, რომ ჰილარი კლინტონს შეუძლია მომდევნო 8 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყოს, არამედ იმაზე, რომ ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტი, არსობრივად, ტიმ კეინი (აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატებიდან) იქნება. აი რაშია საქმე“, – განაცხადა ჯაგერსმა.