აქტუალური
საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, პოლკოვნიკი მეთინ გიუნალი გენერალ კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

 პოლკოვნიკ მეთინ გიუნალის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს.