უცხოეთი
რუს სამხედრო პერმიაკოვს სომხეთში 7 ადამიანის მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

  საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. სასამართლომ დამნაშავედ ცნო სომხეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე ქალაქ გიუმრიში მცხოვრები ოჯახის შვიდი წევრის მოკვლაში და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პერმიაკოვს გიუმრის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 2015 წელს ჩადენილი დანაშაულის, ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის, მათ შორის ორი ბავშვის მოკვლისთვის. რუსმა სამხედრომ დანაშაული აღიარა. ადრე რუსეთის გარნიზონის სასამართლომ პერმიაკოვს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და შემდგომ ის სომხეთის სასამართლოს გადაეცა. მკვლელობის შემდეგ პერმიაკოვმა გარნიზონი დატოვა და ის სომხეთ-თურქეთის საზღვართან დააკავეს.