აქტუალური
„ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები“ - თავდაცვის მინისტრი გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებით

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი მასშტაბურ დანაშაულს არ გამორიცხავს. ლევან იზორიას თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

 გონიოს სანაპიროზე მიმდინარე ძებნის ოპერაციაში ამ დრომდე ჩართულია თურქული სამხედრო ხომალდი და საჰაერო სარდლობის ვერტმფრენი.

 „სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თურქულმა მხარემ ითხოვა მინიმუმ სამი დღე ამ ოპერაციებისთვის, შესაძლოა, ეს კიდევ გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა, ბუნებრივია, ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არა ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს“, -  განაცხადა ლევან იზორიამ.