საზოგადოება
"ბიზნესმენების უმრავლესობას არ სურს მიშას და მისი პარტიის პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება" – დევიდ ლი

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი.  ბიზნესმენი, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "მაგთიკომის" ყოფილი გენერალური დირექტორი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე  დევიდ ლი ზუგდიდის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენას აფასებს.

 საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ "მთავრობამ დააკმაყოფილა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მოთხოვნები".

 "სტრატეგიულ აქტივებს აღარ ვთავაზობთ რუსეთს. არც ლიცენზიებს ვანიჭებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერირებისთვის. ქუჩაში სისასტიკის მაჩვენებელი ამ მთავრობის პირობებში მინიმალურია, 2012 წლამდე არსებულ ქუჩის ექსტრემალურ სისასტიკესთან შედარებით. პენიტენციურ სისტემაში ადამიანებს სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. აღარ ხდება მათი ყოველდღიური წამება. ყოველივე ეს ქმნის უკეთეს ბიზნესგარემოს. არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტიკოსის მეუღლე, მაგრამ ვიცი, რა სურთ ბიზნესმენების უმრავლესობას: სტაბილურობა და სამართლის უზენაესობა. მათ არ სურთ მიშას და მისი პარტიის პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება", - განაცხადა დევიდ ლიმ.