საზოგადოება
„გაერთიანებაში ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” სანდრო ბრეგაძე და ლალი მოროშკინა არ არიან“ – თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. დეპუტატ თამაზ მეჭიაური თქმით, კოალიციური შეთანხმების გაფორმებისას ლევან ჩაჩუას ”ქართულმა იდეამ” შეთანხებას ხელი არ მოაწერა.

 ”დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტი სახელწოდებით - ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის”. საინიციატივო ჯგუფში ჩემთან, ია მეტრეველთან და დავით ფაცაციასთან ერთად, ასევე იყვნენ ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე. ამის შემდეგ ოთხმა სუბიექტმა: ”ენა, მამული, სარწმუნოება”, ”ქართული იდეა” ”სახალხო ხელისუფლებადაქალთა პარტიაგადაწყვიტა არჩევნებში ერთიანი ბლოკით ეყარა კენჭი. რამდენიმე დღის წინ შეიქმნა წესდება, რომელიც აღნიშნულ სუბიექტებს უნდა დაემტკიცებინა. შეკრებას მე არ დავსწრებივარ, შეიკრიბნენ მხოლოდ პარტიების თავმჯდომარეები და წესდება დაამტკიცეს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ლევან ჩაჩუამ უარი თქვა წესდების მხარდაჭერაზე. როგორც მითხრეს, პროტესტი გამოწვია იმან, რომ წესდებით, ბლოკი უნდა წარმდგარიყო სახელწოდებითთამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვისდა ბლოკის ლიდერი ვყოფილიყავი მე, რაც ასევე არ გაიზიარეს ლალი მოროშკინამ და სანდრო ბრეგაძემ”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 საარჩევნო გაერთიანებას ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” 21 აგვისტოს პარტია ჩემი სამშობლო” შეუერთდა. ”ჩემი სამშობლოს” თავმჯდომარეა ზვიად ჩიტიშვილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არიან - ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი.