აქტუალური
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადგილობრივი რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებთან ერთდროულად დანიშნა

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად,  არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულებას უკვე დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 "2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება (N 19/08/01) ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების თანახმად არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამგებლებისა და მერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობამ განაპირობა.

 ამასთან, საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება.