უცხოეთი
აშშ–მა და სამხრეთ კორეამ კორეის სახალხო–დემოკრატიულ რესპუბლიკაზე იერიშის მისატანად სამხედრო წვრთნები დაიწყეს

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეა ამერიკისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ჯგუფებებს „პრევენციული“ ბირთვული თავდასხმებით ემუქრება, რომლებმაც  ერთობლივი სამხედრო მანევრები  Ulchi Freedom Guardian-ი დაიწყეს. ამის შესახებ კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო- KCNA ავრცელებს.

 ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სწავლებას ფხენიანი "პროვოკაციად" აფასებს. როგორც ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბი აღნიშნავს, ისინი საპასუხო თავდასხმისთვის  "მზად არიან“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ჩრდილოეთ კორეის რევოლუციური შეიარაღებული ძალები ისტორიულ  შანსს ელოდებიან, რათა აგრესიითა და ომით კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი გაათავისუფლონ.

 აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ამერიკას ბირთვული თავდასხმით ემუქრება. ბოლოს ფხენიანმა მუქარის შემცველი განცხადება  14 აგვისტოს გაავრცელა.