უცხოეთი
სერბეთის პრეზიდენტი უარს აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. სერბეთი ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს და "არ დააწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში",-ამის შესახებ ბელგრადში განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელ ვალენტინ მატვიენკოსთან შეხვედრის მსვლელობის დროს,-იტყიბინება რია ნოვოსტი.

 "ჩვენ ძველებურად ვთვლით, რომ რუსეთმა ევროკავშირმა ურთიერთ უთანხმოება მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ სერბეთის ეუთოს წარმომადგენლობის მეშვეობით მზად ვართ  მთელი სეროზულობით ვიმოქმედოთ უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად", - იუწყება პრეზიდენტის სიტყვებს ქვეყნის პირველი პირის პრესსამსახური.

 შეგახსენებთ, რომ სერბეთმა უკვე არაერთხელ განაცხადა თავისი უარყოფითი განწყობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან.

inforesist.org