საზოგადოება
„ბურჯანაძისა და უსუფაშვილის ინიციატივები მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია“, მიაჩნიათ „ქართულ ოცნებაში“

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ბურჯანაძის ინიციატივას პროვოკაციად აფასებენ რესპუბლიკურ პარტიაში. "როდესაც ქვეყანაში უჭირავს ოკუპანტს 20% და კიდევ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, იმ ქვეყანაში უბლოკო სტატუსზე საუბარი არის პროვოკაცია. რადგან ისინი კონსტიტუციურად ითხოვენ რაღაცას მომავალში, ეს უნდა აღიკვეთოს. თუ კონსტიტუციის პრეამბულაში იქნება ჩანაწერი, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევროატლანტიკურია, მაშინ მსგავსი ინიციატივები უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით იქნება ფარატინა ფურცელი და მეტი არაფერი", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. 

 თამაზ მეჭიაური კი ამბობს, რომ არცერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან მიაჩნია, რომ 10 წლის მერე შესაძლოა, ქვეყანაში სხვა რეალობა იყოს. 

 “უბლოკო სტატუსი ან ნატო-ში გავერთიანდეთ - არ მიმაჩნია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები, რომ არ გავერთიანდეთ არცერთ ბლოკში ახლა, 10 წლის მერე შესაძლოა, სხვა რეალობა იყოს", - აცხადებს მეჭიაური. 

 “ქართულ ოცნებაში” კი ორივე ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიაჩნიათ.