საზოგადოება
წლის ბოლოსთვის ლარის კურსი, სავარაუდოდ, 1 აშშ $ მიმართებაში 2.20 – 2.25 GEL ნიშნულამდე გამყარდება

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა  განაცხადა.

 როგორც გაგუამ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განმარტ, ლარის კურსთან დაკავშირებით მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია და პროგნოზი მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდზე კეთდება.

 „წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას ველოდებით დაახლოებით 2.20 -2.25 ნიშნულზე. ეს არის ჩვენი პროგნოზი“, - აღნიშნა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ