აქტუალური
„სააკაშვილი ცოლს დააყენებს კანდიდატად, საყვარელს თუ ნათესავს, მაინც არაფერი უშველის“ – ნუკრი ქანთარია

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

 „მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ოდესიდან მართავს პარტიებს თუ ბლოკებს, მაგრამ გარწმუნებთ, „ქართული ოცნებამყარი უმრავლესობით გავა არჩევნებში,  ზუგდიდშიც და მთელს საქართველოშ”, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსი არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული.

 „სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის ოდესის გუბერნატორი, არღვევს ქართულ კანონმდებლობას. როგორც ოდესის გუერნატორი და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, იგი უხეშად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში. მას ამის უფლება არ აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სანდრა რულოვსი ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.