აქტუალური
პარტია “ცენტრისტების” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. სამართლიანი არჩევნების სარჩელზე, რომელიც პარტია ცენტრისტების წინააღმდეგ იყო მიმართული, სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოება შეწყვიტა.

 მოსამართლეების განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძის პარტიას უკვე შეწყვეტილი აქვს რეგისტრაცია და სარჩელის განხილვის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას. 

 მოსამართლეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 13 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.