უცხოეთი
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთში სამხდერო გადატრიალების მცდლეობის გამოძიების ფარგლებში 40029 ადამიანი დააკავეს,  მათგან 20355  ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

 ბინალი ილდირიმის მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს 79900 ადამიანი, მათ შორის სამხედროები, სამართალდამცველები, მოსმართლეები, პედაგოგები.

 ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ დახურა 4262 კომპანია და ორგანიზაცია, რომელბსაც  აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

 თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.