უცხოეთი
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. დანაღმული ავტომობილი კვლავ პოლიციის განყოფილებასთან, ამჯერად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ელაზიგში აფეთქდა. სააგენტო Hurriyet-ის ინფორმაციით, დაღუპულია სამი და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ათობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ “ქურთისტანი მუშათა პარტიის” მიერ იყო ორგანიზებული.
ქალაქ ელაზიგში აფეთქებამდე რამდნეიმე საათით ადრე თავდასხმა განხორციელდა ვანის პროვინციაში, სადაც დაიღუპა შვიდი და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი.