უცხოეთი
თურქეთში ფეთჰულა გიულენის მოძრაობის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი კომპანიების ოფისებში ჩხრეკა ტარდება

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პოლიცია ფეთჰულა გიულენის მოძრაობის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი კომპანიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს. “ფრანს პრესის” ინფორმაციით, ათასამდე სამართალდამცველი 15 პროვინციაში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობს. რეიდები ტარდება სტამბოლში 100-ზე მეტ მისამართზე. გაცემულია დაკვების 180 ორდერი.

 ანალოგიური რეიდების შედეგად 16 აგვისტოს ათობით კომპანიის 100-ზე მეტი ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

 თურქეთში სამხდერო გადატრიალების მცდლეობის გამოძიების ფარგლებში სულ 40029 ადამიანი დააკავეს,  მათგან 20355  ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს 79900 ადამიანი, მათ შორის სამხედროები, სამართალდამცველები, მოსმართლეები, პედაგოგები.

 ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ დახურა 4262 კომპანია და ორგანიზაცია, რომელბსაც  აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

 თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.