საზოგადოება
კანოისტი ზაზა ნადირაძე ფინალშია

  საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი.  რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში 1/2 ფინალში 7 მონაწილეს შორის დისტანცია 40.146 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ზაზა ნადირაძე ჯამში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა.

მანამდე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში, ნადირაძემ წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო რაუნდი და ნახევარფინალში გავიდა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და 7 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.