აქტუალური
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი ნინო ბურჯანაძეს შეხვდა

  საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვში ვიზიტის დროს დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის დუმის სპიკერს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.როგორც დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძემ და სერგეი ნარიშკინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება. გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს, უმაღლეს დონეზე შევხვდე რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში. თუ აუცილებელი იქნება არჩევნებამდე კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ვიზიტი შედგეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.