აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა გონიოში ოპერატიული თათბირი გამართა

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების პირადად გაცნობის მიზნით აჭარაში ჩავიდა. ლევან იზორიამ პირად შემადგენლობასთან ოპერატიული თათბირი გამართა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. როგორც იცით, ღონისძიებებში ამერიკელები მონაწილეობდნენ. თურქულ მხარეს  მივმართე თხოვნით, რომ ისინიც ჩაერთონ, რადგან შესაბამისი ტექნიკა და გამოცდილება აქვთ. გამოძიება გაგრძელდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და დახმარება აღუთქვა. მინისტრის განცხადებით, საქმე მას პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი: ოჯახის წევრებს გავუზიარებ პირველად ინფორმაციას, როგორც კი გამოძიების გარკვეულ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.   

 შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს.