აქტუალური
„ეროვნული ფორუმი“ დავით უსუფაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს (ვიდეო)

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაა, კონსიტუტუციაში ჩაიწეროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც მხარს დაუჭერს. მიროტაძის განცხადებით, ამ ყველაფერზე უარის თქმა პოლიტიკურ უმეცრებას უდრის.

 როგორც საქინფომი იუწყებიდა, უსუფაშვილი პარლამენტს სთავაზობს ინიციატივას, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა - დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“.

 ამასთან, “ეროვნულმა ფორუმმა” საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარი კანდიდატების პირველი ექვსეული წარადგინა (ვიდეო იხ. აქ): დავით დარახველიძე – გლდანი/მუხიანი, ანი მიროტაძე  – ჭიათურა, თემურ მაისურაძე – ნაძალადევი, რევაზ შავიშვილი – საბურთალო, გიორგი ხეჩინაშვილი – ვაკე, სოსო ვახტანგაშვილი – გორი.