უცხოეთი
აზერბაიჯანში თურქი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მომხრეთა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანში ისლამის მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მომხრეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. გიულენი და მისი მომხრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

 როგორც აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, თურქეთში სამხედრო ამბოხების შემდეგ გადატრიალების მოწყობა აზერბაიჯანშიც იგეგმებოდა. გიულენის მხარდამჭერების წინააღმდეგ აზერბაიჯანში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ტერორიზმისა და კონსტიტუციური წყობის დამხობის მომზადების მუხლით. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს პირები გიულენისგან და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდნენ.