აქტუალური
სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო – „sputnik-ossetia“

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამხედრო სწავლებას უმრავლესობაში უკანონობად აფასებენ. საპარლამენტო უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ ასეთ ქმედებებში ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა ვლინდება. ოპოზიციის აზრით ასეთი სწავლებით რუსეთი თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.