აქტუალური
ზღვაში დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ერთ-ერთი დაკარგულის იაგო შარაძის მამის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა.

 “ეს არის დაუდევრობა, უყურადღებობა, ეს არის ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა, იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. უბრალო შეცდომა და   შვილი დამიღუპეს, რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე. გაიყვანეს სიღრმეში, მიატოვეს უყურადღებოდ, ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა, იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან რაღაცა უბრალო ნავიც არ უნდა ყოფილიყო?“, - განაცხადა რომან შარაძემ.    

 “ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, ეს 6-ბალიანი ღელვა იყო ზღვისა.  არ უნდა გაეშვა სამსახურს წვრთნაზე, მაგრამ მათი მოვალეობა, რაც აკისრიათ, ალბათ შეასრულებენ ოჯახის მიმართ. უნდა მოიძებნოს დაღუპული", - განაცხადა დაკარგული სამხედროს დეიდამ ნუნუ მჟავანაძემ.

 შეგახსენებთ, რომ გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობის ა და თურქეთის სპეციალური დანიშნულები ძალებიც. მომხდართან დაკავშირებით ასევე დაწყებულია გამოძიება.