საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობა ბურჯანაძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ უჭერს

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართული ხელისუფლება ამას არასდროს შეეგუება. 

 ”უბლოკო სტატუსი - ეს არის სტატუს ვოს აღიარება, ეს არის ოკუპაციის აღიარება, ეს არის ფაქტობრივად ის, რაც რუსეთს უნდა, ეს არის საქართველოს ბუფერულ ზონად გადაქცევა, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ქართული საზოგადოება, ხელისუფლება ამას არასდროს შეეგუება“, - განაცხადა სესიაშვილმა.  

 ბურჯანაძის ინიციატივა ოპოზიციისთვისაც მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლა.

 “ევროპულ ოჯახში დამკვიდრება არის ის საბოლოო მიზანი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და ამის პარალელურად და იმის პარალელურად, რაც ხდება დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, ამგვარი განცხადებების კეთება და ამგვარი ინიციატივები, ჩემი აზრით, არასწორი და არასახელმწიფოებრივია", - აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ.