უცხოეთი
შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთმა სირია ნატოს 624 ფრთოსანი რაკეტის იერიშისგან იხსნა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ქმედებებმა აღკვეთა ნატოს იერიშები სირიაზე 624 ფრთოსანი რაკეტით, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

 „სიტუაცია იცვლებოდა სირიასთან მიმართებაში და საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რა მოხდებოდა, ჩვენს პრეზიდენტს რომ ვერ მოეხერებინა ქიმიური იარაღის განადგურების იდეის რეალიზება. იქ ხომ 624 ფრთოსანი რაკეტა სირიაზე მასირებული იერიშისთვის მზად იყო“, – განაცხადა შოიგუმ ტელეარხ „როსია–24“–ის ეთერში.

 მან დასძინა, რომ ასეთი მასშტაბური შეტევის განხორციელების შემდეგ სირიის სახელმწიფო სტრუქტურის აღდგენა ძალიან რთული იქნებოდა.