უცხოეთი
რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის სანაპიროსა და მთებში წვრთნები დაიწყეს

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები სამხედრო წვრთნაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “იტარ-ტასი” რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო სწავლება ცაბალისა და ნაღვალოუს პოლიგონებზე მიმდინარეობს. წვრთნაში 700 ჯარისკაცი და 60 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სამხედროები ტაქტიკურ და სადაზვერვო მომზადებას გადიან. სწვალების ნახევარი ღამის საათებში იმართება.