აქტუალური
"ქართული ოცნება", რესპუბლიკელები და ნაცებიც უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან“ – თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ცესკო-ს მიერ “ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

 “არ მინდა, ეჭვი შევიტანო ცესკო-ს გადაწყვეტილების სამართლიანობაში, თუმცა, როდესაც ასე ემთხვევა პოლიტიკური განცხადებები და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ცხადია, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდება ეჭვი, ხომ არ შეიძლება, ეს ყველაფერი თანხვედრაში იყოს, კლიპის გამო და რუსული ჯარის გამო… „ქართული ოცნება“, რესპუბლიკელები და ნაცებიც უნდა მოიხსნან რეგისტრაციიდან, ისინი ნატო-ს ჯარის ყოფნაზე არიან ორიენტირებულები. არცერთი ჯარი არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, არც რუსული და არც ამერიკული. ახლა იმის გამო, რომ ერთს ერთი ქვეყნის ჯარი მოსწონს და მეორეს მეორე… ყველა ჯარი ოკუპანტია”, - განაცხადა მეჭიაურმა.