აქტუალური
"ეს არის დაცინვა მთელი თბილისის" - ნიკა მელია "ქართული ოცნების" კანდიდატებზე

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მმართველმა გუნდმა არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი კანდიდატები დაასახელა.

 “ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი წამოაყენეს თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად “ქართულმა ოცნებამ”. რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილი - ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დიპლომი და თუ ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება, ქვეყნის მართვას არ სჭირდება? ეს არის დაცინვა მთელი თბილისის", - განაცხადა ნიკა მელიამ