უცხოეთი
ზახაროვამ უპასუხა შტაინმაიერის საყვედურებს სირიაში რუსეთის მოულოდნელი ოპერაციის შესახებ

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება სირიაში კამპანიის დაწყების შესახებ დასავლეთისთვის მოულოდნელი იყო, უცნაური უწოდა. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქ–გვერდზე დაწერა.

 „თუ ეს საყვედური სამხედრო ხაზით ურთიერთქმედების სურვილის არქონას ეხება, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მიმართ, რომელმაც დაბლოკა სამხედრო თანამშრომლობა, მოსკოვთან ინფორმაციის გათვლის ჩათვლით ყველა სფეროში“, – აღნიშნა ზახაროვამ.