უცხოეთი
ლავროვმა ყირიმში დივერსიის საქმეზე უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შესახებ განაცხადა

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი მზადაა, დასავლეთს ყირიმში დივერსიის მცდელობასთან უკრაინის დაზვერვის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგინოს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრის ნებისმიერ მცდელობას წინ აღუდგება.

სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტის შესახებაც და განაცხადა, რომ რუსეთი ამის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს.

ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინელთა ჯგუფი დააკავა, რომელიც ყირიმში დივერსიების მოწყობას აპირებდა. კიევში მოსკოვის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.