სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის

 სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველი ამირან . და მოქალაქე ვალერი ქ. დააკავეს.

 ვალერი ქ-მ, ამირან კ-ს დახმარებითა და შუამავლობით, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსს მის სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის მორების გატანის სანაცვლოდ შესთავაზა და ქრთამის სახით გადასცა 3000 ლარი, რა დროსაც ვალერი ქ. და ამირან კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.