აქტუალური
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ცენტრისტების" პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ლადო ბედუკაძისა  და თემურ ხაჩიშვილის პარტია "ცენტრისტების" პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა.

 „საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობისთვის მომართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ცენტრისტები“ და წარმოადგინა წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონით დადგენილი წესით რეკლამა განათავსა პირველი არხის ეთერში. გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული არც ერთი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას.

 საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას",- ნათქვამია, კერძოდ, მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.