უცხოეთი
პოროშეკომ ყირიმის საზღვარზე საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა

  საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის მწვავე განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, დონბასსა და ყირიმის ახლოს საბრძოლო მზადყოფნას აცხადებს.

პოროშენკო დავალებას აძლევს ქვეყნის პირველ დიპლომატსაც, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებშია ჩართული.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოს.

უკრაინის პირველი პირის ბრძანებებს წინ პუტინის სკანდალური გამოსვლა უძღოდა, სადაც კრემლის ლიდერმა უკრაინული მხარე ტერორიზმში დაადანაშაულა.