უცხოეთი
სერგეი ივანოვი რფ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა

  საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, რომელიც პუტინთან დაახლოებულ და კრემლში გავლენის მქონე პირად ითვლებოდა, თანამდებობიდან გადააყენა.

პრეზიდენტის ბრძანებულება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.    

პუტინის გადაწყვეტილებით, სერგეი ივანოვი ეკოლოგიის, გარემოს დაცვის და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე იქნება. მის ადგილს კი მისი ყოფილი მოადგილე, ანტონ ვაინო, დაიკავებს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. 

სერგეი ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.