აქტუალური
ბურჭულაძის პარტია ოთხმოცმა წევრმა დატოვა, რადგან ის „ნაცმოძრაობის“ სატელიტი აღმოჩნდა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ხობში პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის" ათეულობით ადამიანმა, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა კახა ბუკიამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „მარშალპრესი“ ავრცელებს.

ბუკია პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

როგორც კახა ბუკია ამბობს, პარტია მათ იმიტომ დატოვეს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ისინი სხვა პარტიაში გადასვლაზე არ საუბრობენ.