აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "აფხაზთა კრების" აქცია გაიმართა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. "შეწყდეს რუსული აგენტურის თარეში" - ამ შინაარსის პლაკატებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პრორუსული ძალების გაძლიერებას აპროტესტებენ.

 აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს, რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს, რომელთა შორის ერთ-ერთი უშიშროების საბჭოს მოწვევაა.