აქტუალური
აფბა: „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკის საგარეო ვალით მართვის პრაქტიკაზე უარი თქვა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ აფასებს ქვეყნის საგარეო ვალის მონაცემებს და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

 „წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად  საგარეო ვალის აღებით იყო დაკომპენსირებული. ეკონომიკური ზრდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო, დიდწილად სწორედ საგარეო ვალის აღებით იყო განპირობებული. 2010-2012 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 37%-ით გაიზარდა, როცა 2013-2015 წლებში მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ მხოლოდ 13 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია 2013-2015 წლებში არსებული საკმაოდ მძიმე ეკონომიკური რეალობა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული ტენდენციის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკის საგარეო ვალის ხელოვნურად სტიმულირების ნაცვლად, რეალურად, ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების მეშვეობით ხდება ეკონომიკის განვითარება“, - აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი