უცხოეთი
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტები ქალაქ რაქაში დაბომბა. ამის ამსახველი ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-ში გამოქვეყნდა.
დაბომბვის შედეგად განადგურებულია იარაღის მსხვილი საწყობი, ქიმიური ქარხანა და ბოევიკების სასწავლო ბანაკი, ამის შესახებ «Интерфакс» იტყობინება.
განადგურებული არიან ტერორისტებიც. ეს მეხუთე ავიადარტყმაა, რომელიც რუსეთმა განახორციელა.