უცხოეთი
თურქეთში მომხდარ ორ ტერაქტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი.  თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ  ნაწილში მომხდარ ორ ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა.

ქალაქ დიარბაქირში დანაღმული ავტომობილი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე აფეთქდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა. დაშავებულთა შორის ხუთი სამართალდამცველია.

მეორე ტერაქტი მარდინის პროვინციის ქალაქ კიზილტეპეში მოხდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის ავტომობილთან ამოქმედდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი, დაშავდა.

თავადასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა,  თურქეთის ხელისუფლებამ მათ ორგანიზებაში "ქურთ მუშათა პარტია" დაადანაშაულა.