სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში დაპირისპირება მოხდა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფისში პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა და  სწორედ ამ დაპირისპირების დროს მინები ჩაიმსხვრა.

 2030.news გორში პარტიის წარმომადგენელს ბადრი ბასიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ოფისში მინებს ცვლიდნენ და შესაძლოა, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. შეკითხვას ოფისში დაპირისპირების შესახებ ბასიშვილმა არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. 

 ამასთან, ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას საწარმო "კულას" დირექტორმა ივანე გოგლიძემ დაადასტურა, რომ მინები ნამდვილად ჩაიმსხვრა. ივანე გოგლიძის ძმა ალექსანდრე გოგლიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატია.