სამართალი
სამართალდამცავებმა კომპანია "ჯეოსთილის" რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს

jarti2სამართალდამცავებმა კომპანია "ჯეოსთილის" რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც დანაშაულებრივ გარიგებაში იმყოფებოდნენ ჯართის შემომტან კონტრაქტორებთან და ისინი მოწოდებული ნედლეულის (ჯართი) წონას ხელოვნურად ზრდიდნენ. აღნიშნული პირები საწარმოდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას ახორციელებდნენ. მომხდარი ფაქტი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. აღნიშნული თაღლითობის შედეგად საწარმოს მფლობელი ინდოელი ინვესტორები ხანგძლივი დროის განმავლობაში მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს განიცდიდნენ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თაღლითურ სქემაში მონაწილე 9 პირი, კომპანია "ჯეოსთილის" ერთ-ერთი დირექტორი ილია ზედელაშვილი, ასევე დავით სპანდერაშვილი, ზვიად ზაკალაშვილი, თეიმურაზ ხაჩიძე, ზაზა მანჯგალაძე და კომპანიის სხვა თანამშრომლები დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 221-ე მუხლებით წაუყენეს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.