პოლიტიკა
სააკაშვილს “მეგრული ბანქოს” გათამაშება სურს (ვიდეო)

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მეგრელებს  მიმართავს. მისი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო “მიმართვა მეგრელებს”, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჭაობიდან ამოყვანის საქმეში სამეგრელო ლოკომოტივი უნდა გახდეს.

 “ჩვენ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს დიდად არ ეპიტნავება და არ უყვარს სამეგრელო, მაგრამ დანარჩენმა საქართველომ იცის მისი პოტენციალი. სამეგრელო უნდა გიყვარდეს და გესმოდეს. საქართველოს ჭაობიდან ამოყვანის საქმეში სამეგრელო უნდა გახდეს ლოკომოტივი, ხოლო თითოეული თქვენგანი – მემანქანე”, – ამბობს მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.