აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი დავით ლომიძის გარდაცვალების გამო

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სამძიმრის წერილს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52- ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა. 9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

 თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი დავით ლომიძის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“.