აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებს უმასპინძლა

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. უწყებათაშორის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანს თავდაცვის სამინისტროს განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობა წარმოადგენდა. ლევან იზორიამ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც კონცეპტუალურ დოკუმენტში იქნება ასახული. სამუშაოს ჯგუფს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებს.

აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი უნდა გახდეს.