საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ეფ–ეს–ბემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია უკრაინული დივერსიული ჯგუფისგან ამოღებული ასაფეთქებლები, – იუწყება ტელეარხი „ზვეზდა“. კადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებენ ოპერატიული მუშაკები ტერორისტების ჩანთას, რომელშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ნაღმები, ამუნიცია და შეიარაღება დევს.
უწინ, 10 აგვისტოს ეფ–ეს–ბემ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე აღკვეთილია ტერაქტი. სპეცსამსახურების ცნობით, 8 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცნაზის ქვედანაყოფი შეეცადა ნახევარკუნძულზე შეღწევას უკრაინის მხრიდან ცეცხლის საფარქვეშ. შედეგად, დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთი სამხედრო მოსამსახურე.
ასევე ყირიმში გამოაშკარავებულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს აგენტურული ქსელი. 6–დან 7 აგვისტოს ღამეს არმიანსკის რაიონში აღმოჩენილია დივერსანტების ჯგუფი, რომელთა დაკავებისას დაიღუპა რუსეთის ეფ–ეს–ბეს თანამშრომელი, – იუწყებიან უწყებაში.
შეტაკებების ადგილას, ეფ–ეს–ბეს ცნობით, აღმოჩენილია: 20 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, საბრძოლო მასალები, მაგნიტური ნაღმები, ასევე ყუმბარები და სპეციარაღი.