უცხოეთი
ერდოღანმა თურქეთის მიერ Су-24-ის ჩამოგდების შესახებ კომენტარი გააკეთა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ორმხრივი ურთიერთობებისთვის ტრაგიკული უწოდა.

 ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათზე ზეგავლენა მოახდინა ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობამ.

 „დღეს უფრო უკეთ გვესმის, რომ ფეთულას ტერორისტული ორგანიზაცია და ის ძალები, რომლებიც მის ზურგსუკან დგანან, ჩვენს ურთიერთობებს ძირს უთხრიდნენ“, – განაცხადა ერდოღანმა რუსეთისა და თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა, ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა თურქეთთან ერთად აწარმოოს აღმშენებლობითი სამუშაოები.