საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება მზად არის, ე.წ თურქეთის ნაკადის რეალიზაციისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგას. როგორც მან სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, ამან შესაძლოა ქვეყანა რუსული ბუნებრივი აირით უზრუნველყოს.
"მზად ვართ, აღნიშნული პროექტის რეალიზაციისთვის ნაბიჯები დაუყოვნევლივ გადავდგათ, ასევე განვიხილოთ საკითხი და გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამისთვის დაბრკოლებები არ არსებობს“,-განაცხადა პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.
ერდოღანი გაიხსენა, რომ რუსეთი თურქეთისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის იმპორტიორი ქვეყანაა.
"2016 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 12,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია ამ სფეროში თურქეთი, "- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მოსკოვსა და ანკარას შორის ე.წ თურქეთის ნაკადის პროექტის შესახებ მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც თურქეთის მიერ რუსული ბომბამშენის „სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
ევროპელი დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ „თურქული ნაკადის“ მშენებლობა რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას გაზრდის. მოსკოვი და ანკარა რუსეთ-თურქეთს შორის შავი ზღვის გავლით ახალი გაზსადენის მშენებლობაზე 2014 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. გასულ წელს, ორმხრივი ურთიერთობის გაუარესების შემდეგ პროექტის რეალიზაცია შეჩერდა.