სამართალი
„ხელში იარაღს ავიღებთ და ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი სროლა იცის“ - ელიზბარ ჯაველიძე

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე “ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს.

 „ხომ არ ჰგონია ვინმეს, ნაციონალები მობრუნდებიან და ცოცხებით გაუპატიურებას დასჯერდებიან. იმ ცოცხებს უკან გაუყრიან და სიცოცხლეს დაატოვებინებენ. ამიტომ მგონია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჭრელი საზოგადოება, ნორმალური ადამიანები ნაციონალებს ხმას არ მისცემენ. მაგრამ თუკი ისინი “მაიდანის” მოწყობას შეეცდებიან ამერიკელების დახმარებით, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი კაცი ყველაფერს გაუძლებს - შიმშილს, სიღატაკეს, გაჭირვებას, მაგრამ თავმოყვარეობის შელახვას არავინ პატიობს. ხელში იარაღს ავიღებთ და ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი სროლა იცის. აქ იქნება უკანასკნელ წვეთამდე სისხლისღვრა, საქართველო გადარჩენას ითხოვს, სამშობლო ჩვენ ერთი გვაქვს.  ნაციონალებს პოლიტიკურ მოუსავლეთში გადავასახლებთ...“, - აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.