აქტუალური
დავით უსუფაშვილი: „მეთიუ ბრაიზას ვთხოვ, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, რატომ არის შენელებული სვლა საქართველოსკენ“

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. როგორც დავით უსუფაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს არცერთი წამით არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ.

 "მე  ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზასშეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა. საქართველოს არცრთი წამით არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი  შიდა პრობლემებით, ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთთუმცა ამის გამო არანაირად არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი სვლა დასავლეთისკენ", - აღნიშნა უსუფაშვილმა მეთიუ ბრაიზას განცხადების კომენტირებისას.

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა  მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსა და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.